logo_geo
ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
- +

5 აგვისტო. 2019. 23:16

 

ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს „ფოლკსვაგენისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ ავტომობილები დაეჯახნენ.

 

2 ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, კიდევ ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი