logo_geo
გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა
- +

7 აგვისტო. 2019. 15:36

 

 

გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა.

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივით, გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა.

 

სტენსილი​ აგვისტოს ომის 11 წლის თარიღს ეძღვნება, რომლის იდეასა და შესრულებაზე გიორგი გაგოშიძე იმუშავა. კედელი, რომელსაც ნატყვიარევი 11წლის შემდეგაც ეტყობა, რუსეთ – საქართველოს ომის თემატიკით და სიმბოლოებით არის დატვირთული, რომელიც მნახველს კიდევ ერთხელ შეახსენებს რუსულ ოკუპაციას.

 

თბილისის შემდეგ ეს უკვე მეორე სტენსილია, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა.

 

 

 

big_banner
არქივი