logo_geo
სოფელ მატანში ახალგაზრდებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და სოფლის ისტორია გააცოცხლეს
- +

7 აგვისტო. 2019. 18:17

 

საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სოფელ მატანში, ახალგაზრდებმა სოფლის შესასვლელი სავიზიტო ბარათად აქციეს და გამოჩენილი თანასოფლელები კედელზე გამოსახეს. იდეის ავტორი ტატო ჭიჭიაშვილი გახლავთ, ხოლო კედელი ალექსი ნარუსლიშვილმა მოხატა. ორივე მათგანი სოფლის მკვიდრია.

 

მოხატვით სამუშაოებში, იდეისა და საქმის გარშემო, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდაც გაერთიანდა და შესანიშნავი შედეგიც მიიღეს.

 

ამასთან, როგორც „ჰოთნიუსთან“ საუბარში ადგილობრივი მცხოვრები სოფიკო მარუქაშვილი აღნიშნავს, სოფელი ისტორიული ეპიზოდებით ივსება და თანდათან უფრო ლამაზდება.

 

„ივსება ჩვენი სოფლის ისტორიის ეპიზოდებით და კედლის მოშლა თუ მონგრევა აღარც განიხილება“, - აღნიშნავს სოფიკო მარუქაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ავტორი: ბაჩო ტურაშვილი

 

წყარო: hotnews.ge

 

 

big_banner
არქივი