logo_geo
ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
- +

12 აგვისტო. 2019. 12:46

 

ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

 

„14 წლის ბიჭი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. ჯერ უცნობია, საიდან გადმოვიდა დენი. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

big_banner
არქივი