logo_geo
გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები შეწყვიტეს
- +

15 აგვისტო. 2019. 20:44

 

 

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს. ამ დროისთვის გამყოფ ხაზთან შეიარაღებული ადამიანები აღარ იმყოფებიან.

 

„მთელი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით გუგუტიანთკარში, ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. შექმნილ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობს როგორც მხარის გუბერნატორი, ასევე მთავრობის სხვა წევრები. ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ამირან ქრისტესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი