ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება. „Check in Georgi“-ს ფარგლებში პროექტი „Echowaves“ 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ.
ფესტივალის ტერიტორიაზე 8 სცენა განთავსდება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებლებს ორგანიზატორები სხვა აქტივობებსაც შესთავაზებენ.
„Echowaves“ ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ანაკლიის სანაპიროზე პირველად შარშან გაიმართა. ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალის მიზანია, რეგიონს დაეხმაროს ეკონომიკური და კულტურული დონის განვითარებაში, ასევე ღონისძიება ტურისტებისთვის მიმზიდველი გახადოს.