logo_geo
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 22 აგვისტოს დაიწყება
- +

20 აგვისტო. 2019. 12:23

 

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება. „Check in Georgi“-ს ფარგლებში პროექტი „Echowaves“ 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ.

 

ფესტივალის ტერიტორიაზე 8 სცენა განთავსდება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებლებს ორგანიზატორები სხვა აქტივობებსაც შესთავაზებენ.

 

„Echowaves“ ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ანაკლიის სანაპიროზე პირველად შარშან გაიმართა. ის 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.

 

ფესტივალის მიზანია, რეგიონს დაეხმაროს  ეკონომიკური და კულტურული დონის განვითარებაში, ასევე ღონისძიება ტურისტებისთვის მიმზიდველი გახადოს.

 

 

 

big_banner
არქივი