logo_geo
სოფელ საყავრესთან, სადაც ხანძარი დაახლოებით 40 ჰექტარზეა გავრცელებული, ვერტმფრენებმა დღეს მუშაობა შეაჩერეს
- +

22 აგვისტო. 2019. 21:57

 

 

გორში, სოფელ საყავრესთან, სადაც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, დღეს ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, თუმცა, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს.

 

big_banner
არქივი