logo_geo
სოფელ იყალთოში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა
- +

24 აგვისტო. 2019. 18:57

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში დღეს ხანძარი იყო.

 

სოფელ იყალთოში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც შვიდშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სახლზე სახურავიდან გავრცელდა. შედეგად არავინ დაშვებულა.

 

გარდა ამისა, სოფელ რუისპირში, ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა და საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება არსებობდა, თუმცა ადგილობრივებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლი დროულად ჩააქრეს. მიმდინარეობს ხანძრის კერების ლიკვიდაცია.

 

 

big_banner
არქივი