logo_geo
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სოხუმიდან ჩამოტანილი ხეები დარგეს
- +

29 აგვისტო. 2019. 20:24

 

60 წლის წინ სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან ჩამოტანილი, პოდოკარპუსისა და კიპარისის ჯიშის ხეები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შეემატა.

 

უნიკალური ჯიშის ხეები შალვა გულუას შთამომავლებმა ბოტანიკურ ბაღს უსასყიდლოდ გადასცეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ გაუცხადა.

 

„ზუგდიდს მალე განახლებული ბოტანიკური ბაღი ექნება, რომელიც ზუგდიდელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად და მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა მან.

 

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

 

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი