logo_geo
სოფელ თელეთთან ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
- +

31 აგვისტო. 2019. 13:08

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ადამიანი.

 

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მიკროავტობუსი სომხური ნომრებით გადაადგილდებოდა და მგზავრები გადაჰყავდა. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი