logo_geo
გორში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს
- +

1 სექტემბერი. 2019. 18:16

 

 

5 წლის ბავშვი, რომელსაც ერთი საათის განმავლობაში გორში ეძებდნენ იპოვეს. მცირეწლოვანი მამასთან ერთად აღმოჩნდა. როგორც დაკარგულის ახლობლები აღნიშნავენ,  5 წლის მათე ელიაურის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. მათი თქმით, მამამ ბავშვი ანგარიშსწორების მიზნით წაიყვანა.

 

​შს სამინისტროს ინფორმაციით, მცირეწლოვანის მამა, მიშა ჭოროღიშვილი ამ დროისთვის, შსს შიდა ქართლის სამმართველოში იმყოფება.

 

 

big_banner
არქივი