5 წლის ბავშვი, რომელსაც ერთი საათის განმავლობაში გორში ეძებდნენ იპოვეს. მცირეწლოვანი მამასთან ერთად აღმოჩნდა. როგორც დაკარგულის ახლობლები აღნიშნავენ, 5 წლის მათე ელიაურის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. მათი თქმით, მამამ ბავშვი ანგარიშსწორების მიზნით წაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მცირეწლოვანის მამა, მიშა ჭოროღიშვილი ამ დროისთვის, შსს შიდა ქართლის სამმართველოში იმყოფება.