logo_geo
ოკუპანტები ახალგორის მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ
- +

2 სექტემბერი. 2019. 11:27

 

ახალგორის სოფლებში რუსი სამხედროები ქართულ მოსახლეობას ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ აფრთხილებენ. ამ ინფორმაციას ახალგორელი ფეისბუქ-მომხმარებელი ავრცელებს.

 

სააგენტო „პირველი“ ვითარებაში გარკვევას ახალგორის გამგებელთან, ნუგზარ თინიკაშვილთან შეეცადა. გამგებლის განცხადებით, ინფორმაცია მასაც  არაოფიციალურ დონეზე მოსახლეობისგან აქვს. „რუსი სამხედროები დადიან და მოსახლეობას აფრთხილებენ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე. როდის, რამდენი ხნით და როგორ - ამას არ აკონკრეტებენ. ფაქტია, რომ მოსახლეობა პანიკაშია. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ძირითადად იქ საქმიანობს და იქ არიან, უკვე ჩამოსულია და ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოსახლეობის ძალიან აქტიური გადაადგილება შეინიშნება“.

 

ჩვენს კითხვაზე, რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ქართული მხრიდან რუსი ოკუპანტების ამ ქმედებას, ნუგზარ თინიკაშვილმა გვიპასუხა, რომ ოკუპანტებისა და სეპარატისტების მოქმედებები არაპროგნოზირებადია და ამ ეტაპზე რთულია საპირისპირო ქმედებაზე საუბარი.

 

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია განახორციელა. მოგვიანებთ კრემლმა საქართველოს ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. კრემლის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი