logo_geo
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
- +

3 სექტემბერი. 2019. 16:58

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ოჯახმა ხის სახლიდან ნივთების გამოტანა ვერ შეძლო, რადგან ცეცხლის ალი სწრაფად გავრცელდა. სახლი მხატვრიშვილების მრავალსულიან ოჯახს ეკუთვნოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი და ათი მეხანძრე მუშაობდა.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი