logo_geo
ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
- +

6 სექტემბერი. 2019. 23:10

 

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ცალკეული ქუჩები დაიტბორა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაფიქსირებულია 18-მდე შეტყობინება, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.

 

წყალდიდობის გამო შეფერხება ფიქსირდება გზის საავტომობილო მონაკვეთებზეც. კერძოდ, მოძრაობა შეფერხებულია ბაგრატიონის, დიმიტრი თავდადებულის, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი