logo_geo
შპს. ართანა-ლოპოტის წარმომადგენლობა: კომპანიას ჰესის მშენებლობის ყველა ნებართვა გააჩნია
- +

9 სექტემბერი. 2019. 13:28

+

 

შპს.ართანა-ლოპოტის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს და უარყოფს ინფორმაციას რომლის თანახმადაც კომოპანიას შესაბამისი ნებართვა არ გააჩნია და მშენებლობას უკანონოდ ახორციელებს.

"ბოლო დღეებში სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის განცხადებებმა, საზოგადოების ნაწილის ყურადღება მიიპყრო. სოფლის მოსახლეობისგან მუსირებს აზრი, რომ კომპანია „ართანა -ლოპოტას“ არ გააჩნია შესაბამისი ნებართვები და უკანონოდ აშენებს ჰესს. აღნიშნულიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ შესაბამის ნებართვებს, რომელიც კანონის სრული დაცვით კომპანიამ სხვადასხვა უწყებებიდან მოიპოვა:

სამშენებლო ნებართვა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება N122-04 და ნებართვა 601. ეს ნებართვა გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, სხვადასხვა ინსტანციების შეთანხმებების საფუძველზე, მათ შორის აღსანიშნავია თელავის მუნიციპალიტეტის თანხმობა (N691 და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება N2-535).

ყველა სხვა სამსახურიდან (სატყეო დეპარტამენტი, ნაპირდაცვა, ინფრასტრუქტურა, ძეგლების დაცვა და ა.შ.) გვაქვს შესაბამისი და აუცილებელი თანხმობები.

- სამშენებლო ობიექტის კორიდორში განლაგებული ტერიტორია აღნაგობით (ხანგრძლივი იჯარა) გადაცემულია კომპანიაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულება N527-ის საფუძველზე.

ყველა ამ საბუთის და მიწების საკუთრების გადამოწმება მარტივად შეიძლება შესაბამისი დაწესებულების საიტებზე და საჯარო რეესტრში, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ამ ველზე : in public domain.

კანონმდებლობით გათვალისწინებულია ნებართვების გასაჩივრების პროცედურა, რომელიც მაქსიმუმ ერთ წელს შეადგენს. ეს ვადა უკვე ამოწურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებულ კანონიერ ნებართვებზე სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობდა.

ჩვენი სიტყვიერი თუ წერილობითი თხოვნის მიუხედავად (ბოლოს 2019 წლის 6 ივნისს, სატელეფონო მიმოწერით) მერის წარმომადგენელმა სოფელ ლაფანყურში მორისს პარკინაშვილმა , არ შეგვატყობინა ვინ და რატომ იყო ამ პროექტის წინააღმდეგი . უფრო მეტიც, არ შესრულდა მის მიერ დაპირება, რომ აღნიშნულის შესახებ წერილობით შეგვატყობინებდა.

სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კომპანიამ, თელავის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, კიდევ ერთი შეხვედრის მოწყობა შესთავაზა სოფლის მოსახლეობას ამა წლის აგვისტოში. შეხვედრის კონსტრუქციულიად ჩატარების მიზნით კომპანიას მიზანშეწონილად მიაჩნდა შეხვედრის ჩატარება ქალაქ თელავში და ორგანიზება გაუკეთე შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობას შეხვედრაში. სამწუხაროდ ამ შემოთავაზებაზე კომპანიამ სოფლის მოსახლებოსიგან პასუხი არ მიიღო.

საჯაროდ ვაცხადებთ, რომ პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღქმული იქნება , როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება ჩაითვლება როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე , კომპანია მიმართავს მოქალაქეებს დაემორჩილონ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით და მოვითხოვთ ფინანსურ კომპენსაციას.

ამავე დროს კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს რომ მზად არის კონსტრუქციულ ატმოსფეროში შეხვდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და შეასრულოს ის ვალდებულებები რაც კომპანიამ დაიკისრა სოფლის მოსახლებოის მიმართ და შეათანხმა ჯერ კიდევ 2018 წელს სოფლის ხელმძღვანელობასთან."

ართანა ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრე 4.22 მეგავატია.+

big_banner
არქივი