logo_geo
ქუთაისში მოხუცს გასაყიდი პომიდვრები გადაუყარეს
- +

10 სექტემბერი. 2019. 01:06

 

ქუთაისში, მოხუცს რომელიც გარევაჭრობით იყო დაკავებული, გასაყიდი პროდუქცია გადაუყარეს.

 

ადგილობრივი ანა ჯაბიძე წერს, რომ ქალი პომიდვრების გაყიდვით ცდილობდა თვალის ოპერაციის ფული შეეგროვებინა. მისივე თქმით, შესაბამისი ჯგუფი ქალს საკმაოდ უხეშად მოექცა.

 

„აი, ასეთი სიტუაცია იყო დღეს ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ბებიას, რომელსაც კარგად ხედავთ ვიდეოში რა რაოდენობის პომიდორიც აქვს გასაყიდად გამოტანილი, დაადგა ხუთკაციანი ჯგუფი და უხეშად ცდილობდნენ, ხმამაღალი ტონით მოხუცს ტერიტორია დაეტოვებინა.

 

გასაგებია, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება, მაგრამ ამხელა კაცებს სინდისი როგორ არ აქვთ, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს მოხუცი, რომელიც თვალის ოპერაციის ფულს აგროვებდა ამ პომიდვრის ფულით.

 

პ.ს. მთელი ჭავჭავაძის ქუჩა ეგრეთწოდებულ „ციგნებს“ აქვთ დაკავებული და მართლა ფეხებში გვედებიან, როდესაც გადავაადგილდებით და ეს უფროა მგონი ყურადღება მისაქცევი, ვიდრე ამ მოხუცის ვაჭრობა!“ – წერს ადგილობრივი ანა ჯაბიძე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი