logo_geo
სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
- +

13 სექტემბერი. 2019. 21:57

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი 30 წლამდე მამაკაცი დაშავდა. ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა,ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

 

ავარიის შედეგად მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ და სავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი