logo_geo
ქუთაისში ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, გაუპატიურების მიზნით, თავს რამდენიმე მამაკაცი დაესხა
- +

15 სექტემბერი. 2019. 12:16

 

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალს თავს რამდენიმე მამაკაცი დაესხა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცები ქალს სახლში შეუვარდნენ და სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადეს. მათივე ინფორმაციით, ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო.

 

ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევა წუხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი მამაკაცი. გრძელდება გამოძიება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი