logo_geo
ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა
- +

17 სექტემბერი. 2019. 10:33

 

„ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა“, - ამის შესახებ სოკარ ჯორჯიაში განაცხადეს.

პირველადი დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ გამაცხელებელი წესების დარღვევით იყო დამონტაჟებული. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ კორპუსი არაგეგმიურად აპრილის თვეში შემოწმდა და ცხრა არასწორად დამონტაჟების შემთხვევა გამოვლინდა. ბინა კი სააც ტრაგედია მოხდა, დაკეტილი იყო და ვერ გადამოწმდა. საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და ბინა დალუქულია. მომხდარის შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა საგანგებო სხდომა ჩანიშნა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერები და სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა ამ კუთხით უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იქნება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი