logo_geo
ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა
- +

17 სექტემბერი. 2019. 21:27

 

 

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფელ ველისციხეში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი, ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და მოსახლეობის ნაწილს შუქი არ მიეწოდება.

 

არჩილ ხანდამაშვილისვე თქმით, დაისეტყვა სოფელი ვაზისუბანი, თუმცა ზარალის შესახებ ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემი უცნობია.

 

რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტს, ქარის შედეგად მოტეხილი ხე სოფელ სანავარდოს საბავშვო ბაღის ჭიშკარს დაეცა და დააზიანა.

 

სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი