logo_geo
ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
- +

22 სექტემბერი. 2019. 11:00

 

ძლიერი ქარის გამო, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, შეტყობინებები ძირითადად ხეების წაქცევას, ტოტების მოტეხვას და სახურავების დაზიანებას უკავშირდებოდა.

 

„მთელი ღამის განმავლობაში შემოსულია 30 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის და სახურავების დაზიანების შესახებ. ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.

 

გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. ასევე, დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე. დაშავებული არავინაა. ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის ან ნალექის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა“,-აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი