logo_geo
სოფელ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საავადმყოფო იხურება
- +

22 სექტემბერი. 2019. 17:17

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საავადმყოფოს დირექტორი გიორგი გულაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, დაწესებულების არა დახურვა, არამედ რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა თუ როდის დაიწყება პროცესი, არ აკონკრეტებს.

 

„არაფერი იხურება, საიდან მოიტანთ ხოლმე ასეთ რაღაცას, დღესაც ჩვეულებრივ მუშაობს. იქ არსებული მდგომარეობა ყველამ იცის. ამის გამო მიდის საუბარი, რომ გარემონტდეს დაწესებულება. დეზინფორმაციაა, რომ იხურება“, - აცხადებს ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი გიორგი გულაშვილი.

 

გულაშვილის თქმით, მას ინფორმაცია არც თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით აქვს.

 

გიორგი გულაშვილის განცხადებით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს 150-მდე პაციენტი გადის.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი