logo_geo
პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა
- +

23 სექტემბერი. 2019. 11:59

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

 

„მხარი დავუჭიროთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადებას აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცისთვის ფინანსების გამოსაყოფად რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე “, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

 

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი