logo_geo
ტყიბულის მერმა გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადა
- +

25 სექტემბერი. 2019. 13:18

 

 

ტყიბულში მერიის წინ მეშახტეების აქცია მიმდინარეობს. გაფიცული მეშახტეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელფასების ჩარიცხვასა და შახტის ამუშავებას ითხოვენ.

 

აქციაზე იმყოფება და მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე. მისი თქმით, მეშახტეები მათი მოქალაქეები არიან და მათი პრობლემები ქალაქზეც აისახება. მერის თქმით, შახტის ამუშავება მნიშვნელოვანია ქალაქისთვის.

 

აქციაზე იმყოფებიან მერიის სხვა თანამშრომლები და მოქალაქეები. მშობლების ნაწილმა ბავშვები ბაღებსა და სკოლებში არ გაუშვა.

 

აქციაზე შეუძლოდ გახდა ერთი მოქალაქე, მას სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მოქალაქეების თქმით, მამაკაცი შეუძლოდ შიმშილის გამო გახდა.

 

მეშახტეების თქმით, აქციები მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. ამ დრომდე შახტში რჩება 30-მდე მეშახტე, ისინი შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი