logo_geo
წალენჯიხაში სახლი იწვის
- +

26 სექტემბერი. 2019. 11:58

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.

 

ცეცხლი, არსებული ინფორმაციით, თხევადი აირის აალებამ გამოიწვია. როგორც თვითმხილველებმა „პირველს“ უთხრეს, სახლიდან იქ მყოფი ქალის გამოყვანა მოახერხეს.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანრძო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი