ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, მას იარაღი გაუვარდა.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.