logo_geo
სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ზოლთან ჯარისკაცი დაიჭრა
- +

26 სექტემბერი. 2019. 12:40

 

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, მას იარაღი გაუვარდა.

 

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

 

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

 

 

 

big_banner
არქივი