logo_geo
ყაზბეგში მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
- +

27 სექტემბერი. 2019. 12:38

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ყაზბეგში, ზღვის დონიდან 2940 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას.

 

წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ 4 სადგურის დამონტაჟებაა დაგეგმილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი