logo_geo
რუსთავის სკოლაში მოსწავლემ მასწავლებელი კიბიდან დააგორა
- +

28 სექტემბერი. 2019. 16:05

 

რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში ინცინდენტი მოხდა. მე-6 კლასის მოსწავლემ მასწავლებელი კიბიდან დააგორა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

 

შემთხვევის შედეგად მასწავლებელი ტვინის შერყევით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დაშავებული ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

 

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგაძე მომხდარ ინციდენტს ადასტურებს.

 

„ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს, მასწავლებელი ამბობს, რომ მას მოსწავლემ ხელი ჰკრა, მოსწავლე კი ფაქტს უარყოფს. მე ვარ სულ ახლახან დანიშნული დირექტორი, სულ რაღაც 1 კვირაა გასული, აქამდე რა იყო, ამაზე საუბარი არ შემიძლია, მე რაც დავინიშნე, კონფლიქტი არ ყოფილა, ეს პირველი შემთხვევაა“, – აცხადებს თამარ გოგაძე.

 

როგორც სკოლის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, სწორედ აღნიშნული მოსწავლის საჩივრის საფუძველზე გაათავისუფლეს წინა დირექტორი.

 

ფაქტზე ამ დროისთვის შესაბამისი უწყებების მიერ მოკვლევა მიმდინარეობს.

 

საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის, მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი