logo_geo
ოზურგეთის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია ხიდები
- +

28 სექტემბერი. 2019. 22:06

 

ოზურგეთის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია ხიდები. გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ბჟუჟი ადიდდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საფრთხე ექმნება წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.

 

„სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდან არის შესაძლებელი. კრიტიკული მდგომარეობაა თაყაიშვილის ქუჩაზეც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი