logo_geo
ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საქმეზე გაასაჩივრებს
- +

30 სექტემბერი. 2019. 16:57

 

ბათუმის მერია აპირებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

 

საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საქმეზე მოსამართლემ მერიის მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება დაადგინა.

 

„საკულტო ნაგებობებზე ნებართვების საკითხი ცალკე შესასწავლი საკითხია, ჩვენ უფრო სიღრმისეულად გავეცნობით სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც ის ჩაგვბარდება, ძალიან მაინტერესებს, რაზე დაყრდნობით იქნა ცნობილი დისკრიმინაციული ნაწილი. ამ ნაწილში ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას როგორც მინიმუმ, რაც შეეხება მეორე ნაწილს, მუნიციპალიტეტს უკან მოუბრუნდა განსახილველად მშენებლობის ნებართვის გაცემა, დოკუმენტის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებასაც შევძლებთ და იმასაც ვიტყვით, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული“, – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

 

big_banner
არქივი