logo_geo
მარტვილის ერთ-ერთ ბაღში მოწამლული აღსაზრდელების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
- +

30 სექტემბერი. 2019. 18:54

 

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ევექსის“ მარტვილის კლინიკის პედიატრის გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვები სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებენ.

 

„შემოიყვანეს ბავშვები, რომელთაც ყველას საერთო სიმპტომები აღენიშნებოდათ - პირღებინება და ზოგადი სისუსტე. ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა და პროცედურა. თითოეულის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა აღენიშნება. რჩებიან მეთვალყურეობის ქვეშ. სავარაუდოდ, არის კვებითი ან წყლით ინტოქსიკაცია“, - აღნიშნა პედიატრმა.

 

მარტვილის მერიის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ირმა გაბისონიას თქმით, მეორე ბაღა-ბაღის 3, 4 და 5 წლის აღსაზრდელებს ინტოქსიკაციის ნიშნები სადილის მიღებამდე დაეწყოთ.

 

სეს-ში კი აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.

 

big_banner
არქივი