logo_geo
მამაკაცი, რომელმაც თელავში ყოფილი ცოლი მოკლა, გარდაიცვალა
- +

1 ოქტომბერი. 2019. 11:46

 

 

თელავში, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილის მკვლელობის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.

 

ერთი კვირის განმავლობაში, რეზო კეკელიძე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ის სახის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, მართვით სუნთქვაზე იყო.

 

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა.

 

შეგახსენებთ, მკვლელობა თელავში 23 სექტემბერს მოხდა. მამაკაცმა სანადირო თოფით ყოფილი ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

 

 

big_banner
არქივი