logo_geo
მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული 22 ბავშვი საავადმყოფოებიდან გაწერეს
- +

1 ოქტომბერი. 2019. 13:32

 

 

მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული 22 ბავშვი საავადმყოფოებიდან გაწერეს. როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბავშვები გუშინ, 21:00 საათზე გაწერს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„18 ბავშვი მოთავსებული იყო მარტვილის კლინიკაში, ხოლო ოთხი იყო კერძო კლინიკა „მკურნალში“. ყველა გუშინ საღამოს ცხრა საათისთვის გაწერილი იყო. მანამდე დატოვების აუცილებლობაც არ იყო, თუმცა, ექიმებმა გავაჩერეთ“, - ამბობს როზა ჯანაშია.

 

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბაგა-ბაღში ინსპექტირებას ატარებენ, უკვე აიღეს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვისაც.

 

#2 საბავშვო ბაღის დირექტორის მაყვალა ბაღიშვილის ინფორმაციით, მუშაობას ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ გააგრძელებენ.

 

მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი