logo_geo
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ერთი 14 წლის მოზარდია
- +

1 ოქტომბერი. 2019. 17:54

 

 

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ერთი 14 წლის მოზარდია.

 

ოთხივე მათგანი კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს.

 

ექიმების განცხადებით, ყველა პაციენტს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაჟეჟილობა აღენიშნება. 14 წლის ბიჭს კი ორივე ხელი აქვს მოტეხილი.

 

ექიმ ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, პაციენტებს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ოთხივე მათგანი კლინიკას დღეს დატოვებს.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი