logo_geo
12 წლის მოზარდს დამალობანას თამაშის დროს, დენმა დაარტყა და დაიღუპა
- +

2 ოქტომბერი. 2019. 12:28

 

12 წლის ბიჭი დაიღუპა გაგრაში დენის დარტყმის შედეგად. ე.წ. რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათს მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, დამალობანას თამაშის დროს მოზარდმა გადაწყვიტა, ქვესადგურში დამალულიყო, რომელიც ღია აღმოჩნდა,

 

„აიაირას“ ცნობით, მოზარდის საავადმყოფოში შეყვანისას გარდაცვლილი იყო. შემთხვევას გაგრის რაიონული პროკურატურა იკვლევს.

 

„ამ ეტაპზე ვიკვლევთ ტრანსფორმატორზე პასუხისმგებელი პირების ვინაობას. ტრანსფორმატორი ღია იყო დ არ იყო შემოღობილი. თანამდებობის პირის დადგენის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“, - ამის შესახებ ე.წ. გენერალური პროკურორის თანაშემწემ დაურ ამიჩბამ განაცხადა.

 

ამავე ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა გასულ წელს სოხუმშიც მოხდა, რა დროსაც, იმავე ვითარებაში დაიღუპა მოზარდი ნესტორ არშბა. მაშინაც, ქვესადგური ღია აღმოჩნდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი