logo_geo
ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა
- +

3 ოქტომბერი. 2019. 20:08

 

 

ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა. გამორიყული თევზი ძირითადად კეფალის სახეობაა. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელია პერიოდულად ფიქსირდება.

 

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა შესაბამისი სამსახური დროულად ჩააყენეს საქმის კურსში. მათივე ინფორმაციით, თევზებს გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებოდათ. დაცული ტერიტორიების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

 

მათივე ინფორმაციით, აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი უკავშირდება წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეს იწვევს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი