logo_geo
სოფელ კარალეთში ავტომანქანა 57 წლის ქალს დაეჯახა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 20:11

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული 57 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. პაციენტს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება.

 

„პაციენტი შემოყვანილია პოლიტრავმით, აღენიშნება ტრავმები გულ-მკერდის, მუცლის, მენჯების არეში. ამ წუთებში უტარდება საფუძვლიანი გამოკვლევები, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები, რის შემდეგად მოხდება გადაწყვეტილების მიღება შემდგომი მკურნალობის მეთოდებზე“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ექიმმა ვიტალი სავანელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი