logo_geo
მოასფალტებული ქვაფენილი ძველი ბათუმის ქუჩებში
- +

8 ოქტომბერი. 2019. 01:54

 

 

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის კვეთაზე არსებულ, დაზიანებულ ქვაფენილზე, მისი რესტავრაციის ნაცვლად, ასფალტი დაასხეს.   

 

 

როგორც ბათუმის მერიაში ამბობენ, კონტრაქტორ კომპანიას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ორმოული უნდა შეეკეთებინა. მათ თავად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვაფენილის დაზიანებული ნაწილი ასფალტის საფარით ამოევსოთ.  ქალაქის მერიის დაკვეთით, ბათუმში საგზაო სამუშაოებს შპს "გზები" ახორციელებს.  

 

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ მერიისგან კომპანიამ მიიღო გაფრთხილება. რადგან მსგავსი ქმედება ჯარიმას არ ითვალისწინებს, კომპანია უახლოეს დღეებში ხარვეზს გამოასწორებს. 

 

 

big_banner
არქივი