logo_geo
მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 10:52

 

მარტვილში წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1988 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. იგი მარტვილის სოფელ გაჭედილის მკვიდრია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი