მარტვილში წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1988 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. იგი მარტვილის სოფელ გაჭედილის მკვიდრია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.