logo_geo
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში საგზაო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება
- +

10 ოქტომბერი. 2019. 22:08


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში, 7,2 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 2 364 841 ლარს შეადგენს და 2020 წლის, აპრილში დასრულდება.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

როგორც "რეპორტიორს" რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს, უგზოობის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებს. შარშან, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას რწმუნებული მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

 

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის რეაბილიტაციამდე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გოლასკურელებს გარე განათების ქსელის მოწყობის პრობლემა მოუგვარა. ახლა სოფლის ცენტრში დასასვენებელი პარკის მოწოყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

 

 

big_banner
არქივი