logo_geo
სტალინის დაბრუნების მოთხოვნით გორში აქციები გაიმართება
- +

12 ოქტომბერი. 2019. 00:51

 

 

საბჭოთა კავშირის ლიდერის, სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივნის, სტალინის ძეგლის მის მშობლიურ ქალაქში დადგმის მოთხოვნით გორში, საპროტესტო აქციები გაიმართება. პირველ ეტაპზე აქციებში ორი ორგანიზაცია - "ერთიანი კომუნისტური პარტია" და "მეგობრობა და სამართლიანობა" მიიღებს მონაწილეობას.  

აღნიშნული ორგანიზაციები, ძეგლის პირვანდელ ადგილზე, გორის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნებას, ან სტალინის მუზეუმის მიმდებარე სკვერში დადგმას, უკვე წლებია ითხოვენ.  

იოსებ ჯუღაშვილის, იგივე სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორში, 2010 წლის 25 ივნისს განხორციელდა, ის ამჟამად გორთან ახლოს, კერძო ტერიტორიაზეა ღია ცის ქვეშ დასაწყობებული.  

სტალინის ​ბრინჯაოს 6-მეტრიანი ქანდაკება საბჭოთა ბელადის მშობლიური ქალაქის ცენტრში, 9-მეტრიან, 3-იარუსიან კვარცხლბეკზე იდგა, რომელსაც იმავდროულად ტრიბუნის ფუნქციაც ჰქონდა. ძეგლის ავტორი მოქანდაკე შოთა მიქატაძეა, არქიტექტორი ზაქარია და არჩილ ქურდიანები არიან. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი