logo_geo
პრეზიდენტი გურჯაანში მიმდინარე „ღვინის ფესტივალს“ დაესწრო
- +

12 ოქტომბერი. 2019. 18:03

 

გურჯაანში „ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს. ქართული ღვინის დღეების ფარგლებში, ახტალის პარკის მიმდებარედ 20- ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და სიძველის ღვინო და ჭაჭა არის წარმოდგენილი.

 

ღონისძიებას  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. პრეზიდენტმა თემატური პავილიონები დაათვალიერა, ღვინო დააგემოვნა და ჩურჩხელის ამოვლებაშიც მიიღო მონაწილეობა.

 

პრეზიდენტმა ფესტივალის სტუმრებს სიტყვითაც მიმართა და ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ტურისტების სიმრავლე ადასტურებს, რომ ქართული ღვინის სახელი მსოფლიოში ცნობილია.

 

„ეს არის ქართული ღვინოს, საქართველოს ზეიმი და აღორძინება. დღეს აქ ტურისტების სიმრავლე დასტურია იმის, რომ ჩვენ გავიტანეთ საზღვარგარეთ ჩვენი ღვინის სახელი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს უკვე მესამედ იმართება, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის პატრონაჟითა და რამდენიმე სამინისტროს მხარდაჭერით. ორგანიზატორები წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში 10 000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

 

 

 

 

big_banner
არქივი