logo_geo
თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
- +

13 ოქტომბერი. 2019. 14:25

 

 

თელავში ცივი იარაღით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა.

 

დაჭრილებს დაზიანებები ყელისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ისინი თელავის რაიონულ სავადმყოფოში არიან მოთავსებული. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი