logo_geo
ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლები ცისფერყანწელთა ქუჩაზე დაიდგმება
- +

15 ოქტომბერი. 2019. 13:53

 

 

ქუთაისში,  ქართველი პოეტების, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლების  დასამზადებლად ტენდერი (NAT190015946) გამოცხადდა.

 

ძეგლები ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში განთავსდება.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 110, 000 ლარია.

 

წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს იწყება და 23 აგვისტოს მთავრდება.

 

ესკიზის ავტორია მოქანდაკე, გიორგი კიკვაძე.

 

პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ განათლება ქუთაისში მიიღეს.

 

ქუთაისშივე, თანამოაზრეებთან ერთად დაარსეს ლიტერატურული გაერთიანება „ცისფერი ყანწები“ და გამოსცემდნენ ამავე სახელწოდების ჟურნალს, სადაც იბეჭდებოდა ორდენის წევრთა შემოქმედება. ახალგაზრდა პოეტები და მწერლები თარგმნიდნენ უცხოურ ლიტერატურასაც.

 

პროდასავლური მისწრაფებების გამო, 1930-იან წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ლიტერატურული ორდენი გააუქმა, მისი წევრები კი ხალხის მტრებად გამოაცხადა.

 

პაოლო იაშვილმა, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლება დააპატიმრებდა, 1937 წელს მწერალთა კავშირის სხდომაზე თავი მოიკლა. ტიციან ტაბიძე კი დახვრიტეს. მეორე ვერსიით, მას გადასახლება მიუსაჯეს და ციმბირის ტრამალზე თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

 

 

 

big_banner
არქივი