logo_geo
სამი მოსწავლე ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის მეორე სართულიდან გადმოხტა
- +

16 ოქტომბერი. 2019. 15:39

 

ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადმოხტა. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი მათგანი დაშავდა.

 

არსებული ინფორმაციით, სამი მეათეკლასელი ფანჯრიდან იმის გამო გადმოხტა, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.

 

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განმარტეს, რომ მოზარდი ქვედა კიდურების ტრავმით ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი