logo_geo
სამეგრელოში, გიგანტურ გებჟალიასა და 4-მეტრიან ხაჭაპურს გამოაცხობენ
- +

16 ოქტომბერი. 2019. 22:50

 

19 ოქტომბერს, სამეგრელოში, „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება. დამზადდება 3-მეტრიანი გებჟალია, 4-მეტრიანი ხაჭაპური მაყალზე, სადეგუსტაციო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადგილობრივი პროდუქტები და კერძები (ელარჯი, აჯიკა, ხელნაკეთი ნივთები და სხვა), ხოლო საგამოფენო სივრცეში შესაძლებელი იქნება ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქციის შეძენა (ყველი, თაფლი, ჩირი და ა.შ.). გაიმართება შეფმზარეულების მასტერკლასები.   

 

ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.

 

ფესტივალის მიზანია რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერას, ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავება, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ხაჭაპურის ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ხაჭაპურის საუკეთესო ოსტატები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს და დააჯილდოებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი